გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაზარლოში ავტოსაგხაო შემთხვევას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.