რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-01-02 22:37:40

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 იანვარს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში:

ჯავახიშვილის, ჭყონდიდელის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე ახალ სამგორში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.