სისხლიანი დაპირისპირება 2 პირის მკვლელობით დასრულდა

2023-01-02 14:25:19

მესტიის მუნიციპალიტეტ ეცერის თემში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

არსებული ცნობით, მოკლულია ორი პირი და დაჭრილია ერთი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.