რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი, რკინიგზის სადგურის გვერდით, დანგრეულ შენობაში რამდენიმე თვე ცხოვრობდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ბოლო პერიოდში არსებული ჰაერის დაბალი ტემპერატურა ყოფილიყო.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.