რა ჩავიცვათ ახალ წელს

2021-12-28 19:30:54

ახალი წლის ღამეს ადამიანები იმედითა და ოცნებებით ელიან, აქვთ შეგრძნება, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი საიხლე იქნება და სწორედ ამიტომ, ამ დღისთვის განაკუთრებულად ემზადებიან. წინასწარ არჩევენ სუფრის დეტალებს, დეკორაციებსა თუ გაფორმებებს. რაც მთავარია, ეცნობიან ასტროლოგების კონკრეტულ რეკომენდაციებს და სურთ, ათვლის ახასლ წერტილს შესაბამისად მომზადებულები დახვდნენ, რომ კეთილგანწყობა დაიმსახურონ.

2023 შავი კურდღლის წელიწადია. შესაბამისად, ბევრი დეტალის პარალელურად, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რომელი ფერები იქნება ყველაზე აქტუალური და რა უნდა ჩავიცვათ ახალი წლის საღამოს, რომ წარმატება მოვიზიდოთ.

მაშ ასე, 2023 წლის ყველაზე აქტუალური, მოთხოვნადი და მოდური ფერები იქნება:

შავი;
თეთრი;
ლურჯი;
ცისფერი;
ფირუზისფერი;
ყვითელი;
ნარინჯისფერი;
ვარდისფერი.

ახალი წლის საღამოს კი ყველაზე აქტუალური იქნება კოსტიუმები, რომლებიც მბზინავი ელემენტებით, მძივებითა და ბუმბულებითაა გაფორმებული. ასევე, განსაკუთრებით მოთხოვნადი აბრეშუმის კაბები და სხვა სამოსია. 2023 წელთან შესახვედრად შესაძლოა, პრაქტიკული სამოსი აირჩიოთ და უპირატესობა არა მხოლოდ საღამოს კაბებს, არამედ შარვლისა და პიჯაკის, ქვედაკაბებისა და ნაზი პერანგების, ტოპების კომბინაციას მიანიჭოთ.