არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტი

2022-12-27 12:34:28

ტრეფიკინგის ფაქტი თბილისში - პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მან სარგებლის მიღების მიზნით, 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

ბრალდებულს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.