2022 წელი, პანდემიიდან გამომდინარე არსებული პაუზის შემდეგ, სპორტულ-კულტურული ღონისძიებების კუთხით, საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა და "ინფო რუსთავის" ობიექტივშიც არაერთი ადამიანი მოხვდა, რომელმაც სახვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწია.
გთავაზობთ გასულ წელს საინფორმაციო სააგნეტოს მიერ გაშუქებულ სასიხარულო ფაქტებს, რომლებიც რუსთაველების წინსვლასთანაა კავშირში.
2022 წელს:
1. რუსთაველი მოკრივე ლუკა კუბლაშვილი 48 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ნახეთ ბმული
2. რუსთაველი მოჭიდავეები საქართველოს ჩემპოინები გახდნენ. საბა ბასილიამ (41 კგ) და დავით გაბედავამ (44 კგ) საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ნახეთ ბმული
3. რუსთაველმა გოგომ, 16 წლის სალომე გვარამაძემ 150 000$-იანი დაფინანსება მოიპოვა და სწავლას UWC South East Asia, Singapore-ში აგრძელებს. ნახეთ ბმული
4. საქართველოს ისტორიაში პირველად, რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული ევროპის კრივის ფედერაციის სპორტსმენთა კომიტეტის წევრად აირჩიეს. ნახეთ ბმული
5. რუსთაველი სპორტსმენი გუჯა ბარბაქაძე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ნახეთ ბმული
6. რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რუსთაველმა დავით გაბედავამ (44 კგ) I ადგილი დაიკავა. ნახეთ ბმული
7. რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა, მან გასულ წელს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტულიც შეიმატა. ნახეთ ბმული
8. რუსთაველი მოქანდაკე ვანო გულდედავა მსოფლიოს 13 საუკეთესო ხელოვანს შორის მოხვდა. ის ეგვიპტის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას. ნახეთ ბმული
9. რუსთაველმა ნიჩბოსანმა, 19 წლის თენგო მაღრაძემ კანოე კაიაკში საქართველოს პირველობაზე, 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ნახეთ ბმული
10. რუსთაველმა გოგომ, 30 წლის ალბინა მამედოვამ კემბრიჯში ჩააბარა და იქ სრული დაფინანსებით მაგისტრატურის საფეხურზე ისწავლის. ნახეთ ბმული
11. 22 წლის რუსთაველმა ლუკა ემრაშვილმა ამერიკულ მულტინაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანია Amazon-ში მუშაობა დაიწყო. ნახეთ ბმული
12. ანამარია შეყილაძე, აკაკი ქათამაძე, ანანო შარიქაძე, ირაკლი ნოზაძემ, გვანცა გოგოლაძემაც, ვასიკო ვაზაგაევი - ამ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს. ნახეთ ბმული
13. 17 წლის რუსთაველმა გოგონამ, ქეთი კულიჯანოვმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეპეტიტორების დახმარების გარეშე სწავლის სრული, 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო. ნახეთ ბმული
14. რუსთაველი ძიუდოისტი, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ნახეთ ბმული
15. სამმა რუსთაველმა სპორტსმენმა, ნიკა ბულბულაშვილმა, ანა ჭედიამ და გიორგი ადიკაშვილმა საერთაშორისო ჩემპიონატზე Muscle Worlds International-ს (IFBB Pro League) ოქროს მედლები მოიპოვეს. ნახეთ ბმული
16. რუსთაველმა სპორტსმენმა, ამიკო სვიმონიშვილმა ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ნახეთ ბმული
17. რუსთაველი მრბოლელი ვანო მძელური აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ნახეთ ბმული
18. რუსთაველმა მოჭადრაკემ, ანა ჭიღვარიამ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში U1200-ის სარეიტინგო კატეგორიაში წარმატებულად იასპარეზა. ის ჩემპიონატის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. ნახეთ ბმული
19. ათენში გამართულ ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ტურნირზე დიონის კარიბოვმა (42 კგ) ფინალურ შეხვედრაში ბერძენი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ნახეთ ბმული
20. ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რუსთაველებმა, ჯონი შაორშაძემ და გიგია ლუქუნიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს. ნახეთ ბმული
21. რუსთაველი გოგო, თეკლა ობოლაძე კიკბოქსინგში საბერძნეთის თასი 2022-ის გამარჯვებული გახდა. ნახეთ ბმული
22. რუსთაველი მსახიობი ნათია მელაძე ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა. ნახეთ ბმული
23. რუსთაველი ანა ღვინიაშვილი პირველი ქართველია, ვინც საერთაშორისო კომპანია "ბოლტში" კადრების დასაქმების პოზიციაზე მუშაობა დაიწყო. ნახეთ ბმული