ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებაზე

2022-12-24 15:01:21

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში "ქართული ხმები" და ჯგუფი "რეგიონი" იმღერებენ.

რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს.

მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდება.

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის "ქართული ხმები" და ჯგუფი "რეგიონი" იმღერებენ.  

6 იანვარს, რუსთავის "საახალწლო სოფელი", სტუმრებს  საბავშვო-გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების  მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან უმასპინძლებს.

სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და შიდასაუბნო  სივრცეებიც.

დღეს საღამოს "საახალწლო ზღაპრით" ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.

18:00 საათიდანვე ცოცხალი მისიკით სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი "საახალწლო სოფელიც" ელოდება.
დღესვე, 20:00 საათზე, რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.