რა ცვლილებებს გეგმავს Facebook-ი

2017-10-19 19:48:37

უკვე რამდენიმე კვირაა Facebook-ი ეტაპობრივ განახლებას ახორციელებს და ახალ ფუნქციებს ტესტავს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სოციალური ქსელი მომხმარებლების კიდევ უფრო გასააქტიურებლად დროებით "სატატუსებს", ახალ "ნიუსფიდსა" და შეტყობინებებს სატესტო რეჟიმში ცდის.

Facebook-ი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დაწეროს ისეთი სტატუსები, რომლებიც თავისით, გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშლება.
"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მომხმარებლებს, დროებითი სტატუსი გამოაქვეყნოსნ, რათა მეგობრებს გააგებინონ რას აკეთებენ ან გრძნობენ იმ მომენტში, ადამიანებს შეეძლებათ სტატუსს ვადა მიუთითონ, რის შემდეგაც ის მათი პროფილიდან გაქრება" - აცხადებენ ფეისბუქის ადმინისტრაციაში.

კიდევ ერთი სიახლე შეტყობინებებს შეეხება, მომხმარებლები შეტყობინებებს არა ქრონოლოგიურად, არამედ მათი ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ განსაზღვრავს ფეისბუქი კონკრეტული მომხმარებლების ინტერესებს.

Facebook-ს დაემატა მეორე "ნიუსფიდიც", სადაც დარეგისტრირებულები  მათთვის საინტერესო თემებზე ვიდეოებს, ფოტოებს და სტატიებს ნახავენ. ახალ "ნიუსფიდს" Explore ჰქვია.

აღნიშნული ფუნქციები სატესტო რეჟიმიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობისთვისაა ხელმისაწვდომი.