9 ძმა ხერხეულიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
23 დეკემბერს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 დეკემბერს საღამოს 19:00 საათიდან 24 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში - მეგობრობის ქუჩას N1-29, ლერმონტოვის, გურამიშვილის, შევჩენკოს, მარჯანიშვილის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, მაჩაბლის, ნიშნიანიძის, თბილისის ქუჩას N1-39, ფალიაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების ნაწილს, დოლიძის, გონაშვილის, ჩოხელის, გორის და იალღუჯის ქუჩებს.
წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
კომპანია "რუსთავის წყალმა" ქალაქ რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე სრულად შეიცვალა მოძველებული წყალსადენის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ცხრა ძმის ქუჩაზე დამონტაჟდა 11 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ასევე ლერმონტოვის ქუჩაზე მოეწყო 5 ურდული.
სამუშაოების დასრულებისთანავე ახალი მაგისტრალური მილები ექსპლუატაციაში შევა. შედეგად, ქალაქ რუსთავში 9 ძმისა და ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
"რუსთავის წყალი" 2023 წლის ბოლომდე 30 მილიონ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.