თვითმმართველობის არჩევნებზე მედია მონიტორინგის პირველადი ანგარიში ცნობილია. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მონიტორინგის თანახმად, საინფორმაციო პორტალი "ინფო რუსთავი" ერთადერთი ონლაინ მედიასაშუალება აღმოჩნდა რომელმაც სამთავრობო პარტიის წარმომადგენლების გაშუქებისას მაქსიმალური ნეიტრალურობა შეინარჩუნა. "ინფო რუსთავის" თემების ობიექტურად გაშუქების მაჩვენებელი 93 % - ით განისაზღვრა.
რაც შეეხება ტელევიზიებს, ცენტრალურ არხებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდებოდა. დაკვირვების თანახმად, სხვადსხვა არხებზე მცირე დოზით შეინიშნებოდა სიძულვილის ენა. რუსთავი 2-ზე ხშირად გაშუქდა „ერთიანი ნაციონალური მოძაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, ტელეკომპანია იმედმა კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე გააშუქა ყველაზე ხშირად. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებლობას, არხი თოქშოუებისა და გადაცემების ნაკლებობით გამოირჩეოდა.ნახეთ ვიდეო.