გარყვნილი ქმედების ფაქტი 4 არასრულწლოვნის მიმართ

2022-12-22 11:53:39

ბორჯომში ოთხი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 27 წლის კაცია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომის ტყეში მოხდა. ფაქტის შესახებ, სამართალდამცავებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ შეატყობინა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.

საქმე ახალციხის რაინულ სასამართლოში განიხილება. პროცესები დახურულია.

დამატებითი დეტალები უცნობია.

 

წყარო: სამხრეთის კარიბჭე