წინასაახალწლო განწყობა რუსთავში, ამ კონკრეტული შემთხვევაში - რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ეზოში.
სანტას ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, გიტარით ხელში, თანხმლებ პირებთან ერთად, საავადმყოფოში შესვლას ცდილობდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "სანტა" ერთ-ერთი პაციენტის შვილმა დაიქირავა, რათა საავადმყოფოში მყოფი დედისთვის სიურპრიზი მოეწყო.
სანტას პაციენტისთვის გასამხნევებელი სიმღერა უნდა შეესრულებინა.