საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის რუსთავშიც, საახალწლო ღონისხიებები გაიმართება.
სადღესასწსულო კონცერტს რუსთავი 6 იანვარს უმასპინძლებს.
ღონისძიების ადგილი: თავისუფლების მოედანი
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 15:00
15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
15:00-20:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, ზღაპრის გმირები, საბავშვო წარმოდგენები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;
15:30-19:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა მოსიარულე ორკესტრთან ერთად, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
19:00-20:00 - ანსამბლი "ქართული ხმები" და ბენდი;
20:00-21:00 - ჯგუფი "რეგიონი";
21:00 - საზეიმო ფოიერვერკი.