რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2022-12-14 00:39:46

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 03:00 საათიდან 03:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მე-7, მე-20, მე-15, მე-14 მიკრორაიონებში, მესხიშვილის, თოდრიას, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.