რამდენი რუსთაველი დაესწრო ნაძვის ხის ანთებას?
მთავარი ნაძვის ხის ანთება 20:00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ცერემონიაზე დასწრების მსურველთა ნაწილი, რუსთავში, ცენტრალური მოედნისკენ დაახლოებით 30 წუთით ადრე დაიძრა.
ავტომობილების ნაკადი ერთბაშად მიაწყდა ცენტრალურ ხიდს, სადაც ცალმხრივი მოძრაობა შეზღუდული იყო. ხიდის გავლის შემდეგ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდათ, რადგან კოსტავას გამზირი თითქმის პარალიზებული იყო.
20:00 საათისთვის თავისუფლების მოედანი თითქმის მთლიანად სავსე იყო, გადაიკეტა კოსტავას გამზირიც.
აღსანიშნავია, რომ პოსტკოვიდის მერე ეს იყო ერთ-ერთი დიდი შეკრება რუსთავში. ბევრი დაინტერესდა, თუ რამდენი ადამიანი იქნებოდა მოედანზე. მერიის წინ, მოედანი 6000 მ2 ანუ თუ ვიანგარიშებთ რომ 1 მ2 2 ან თუნდაც 3 ადამიანი იყო გამოდის, რომ საშუალოდ მხოლოდ მოედანზე 15 000 რუსთაველი იყო. ხოლო თუ დავამატებთ გადაკეტილ გზაზე მოძრავ თანამოქალაქეებსაც, მაშინ დაახლოებით 18 000 ადამიანი გამოდის.
ბუნებრივია, ეს რიცხვი ვერ იქნება ზუსტი, თუმცა ჩვენ ტერიტორიის ფართობის მიხედვით დავითვალეთ. თუ თქვენ სხვა ვერსია გაქვთ დაწერეთ კომენტარებში.