თბილისის ზღვასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. მიღებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში 2 პირია გადაყვანილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.