თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.