ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან ავარიის დროს დაშავებული 43 წლის კაცი გარდაიცვალა.
დაშავებული მამაკაცი თავდაპირველად მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანა, რის შემდეგაც თბილისში "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს. პაციენტის გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე