გაეზრდებათ თუ არა რუსთავის ბაღების თანამშრომლებს ხელფასები? - აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა.
როგორც ბაღების გაერთიანებაში განგვიცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ.
თვიური შრომითი ანაზღაურების ზრდა 2023 წლის იანვრიდანაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, 2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა პირისთვის ხელფასების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.