ადიგენის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ელგუჯა ბაქრაძე სახლიდან, სოფელ ხევაშენიდან, 5 დეკემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
ახლობლების ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი ახალციხის მიმართულებით წავიდა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართა.
ინფორმაციის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე - 599 443 463