რუსთავში საახალწლო სამზადისი 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს.
წელს რუსთავს წინა წლებისგან განსხვავებული ნაძვის ხე ექნება.
ნაძვის ხის ასაწყობად ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები რამდენიმე დღეა მუშაობენ.
ცენტრალური ნაძვის ხის ანთება საზეიმოდ 10 დეკემბრისთვის იგეგმება.