2 წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია

2022-12-05 20:19:03

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიში, ორი წლის ბავშვმა შემთხვევით თაგვის წამალი დალია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ხონში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, 2 წლის გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კლინიკაში მცირეწლოვანს შესაბამისი დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.