რუსთავში, მაღაზიიდან ფეხსაცმელი მოიპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ე.წ. "სტამბულის" ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფეხსაცმლის მაღაზიაში 3 ახალგაზრდა შევიდა. ბიჭებმა ფეხსაცმელები მოისინჯეს, ძველი ფეხსაცმელები მაღაზიაში დატოვეს და ახალი ფეხსაცმელებით გამოვიდნენ. ფეხსაცმელების დაკარგვის შესახებ მაღაზიის მეპატრონემ პოლიციას აცნობა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 20 წლამდე მამაკაცები, მალევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხზე ჩაცმული ახალი ფეხსაცმელებით დააკავეს.