სოციალური ქსელის ერთ-ერთ ღია ჯგუფში მომხმარებელი წერს, რომ ღამის საათებში, თბილისიდან რუსთავში დაბრუნების შემდეგ, შემოსასვლელიდან კონკრეტული მიმართულებით შიდასაქალაქო გადაადგილება უჭირს.
მოქალაქე ითხოვს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრომ 22:00 საათამდე გადაიწიოს.
"გამარჯობა.
რუსთავი-ისნის ავტობუსი რომ არის, ეს ძალიან კარგია, მაგრამ საღამოს საათებში, როცა თბილისიდან ვბრუნდები, ჩამოვდივართ შემოსასვლელში და იქიდან მე-19-ში ვეღარ მივდივარ. საუბარია 9 საათზე. იქნებ დაამატოთ ავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ ამ მიმართულებით, ცივა და ვიყინებით. რომ არაფერი მოდის, იძულებული ვარ ტაქსით ვიარო. იქნებ 10 საათამდე გადაწიოთ ავტობუსების მუშაობა, დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ მაწუხებს ეს საკითხი.
მადლობა", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს.