სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 11:30 საათიდან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: ბათუმის, რუსთაველის, კოსტავას, ჭავჭავაძის, 9 მაისის, სააკაძის, ძველი ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.