რუსთავში მამამ შვილს სცემა

2022-12-03 00:18:52

რუსთავში მამამ შვილს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცმა, შვილს, ახალგაზრდა ქალს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.