სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 01:30-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, მარის არხის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-11, მე-16, მე-8 მიკრორაიონებში, აგრეთვე ლეონიძის, აღმაშენებლის, თბილისის, დოლიძის, გოდერძი ჩოხელის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.