დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

2022-11-29 00:00:16

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდამცავი ამხილა, მათ შორის ერთერთი:

დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით.