სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, აზოტის, მშენებელთა, ლომოურის, მეგობრობის, თბილისის, დოლიძის, დავით გარეჯის და მიმდებარე ქუჩებზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.