თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "გლოვოს" კურიერი დაიღუპა.
ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრებმა გაავრცელეს, მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.