კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. ის ორთვენახევრის განმავლობაში ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იყო მოთავსებული.
გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
27 წლის ქალი, ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა. მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11' 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.