რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2022-11-23 00:36:29

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს 01:30-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მესხიშვილის, ლეონიძის, სტამბულის ბაზრის, მეგობრობის, თოდრიას, მარის არხის, ლესელიძის, მე-16, მე-14, მე-15 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;  

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.