რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2022-11-17 20:29:04

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: 21-ე, მე-7, მე-17 მიკრორაიონებში, ლებანიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.