რუსთაველი სტუდენტები 500 - დან 1200 ლარამდე დაფინანსებას მიიღებენ. ვისთვის არის განკუთვნილი თანხა და რა მოთხოვნები აქვს რუსთავის მერიას?
ქალაქ რუსთავის საკრებულომ 2022 წლის 31 მაისს ბიუჯეტის დამტკიცებულ დოკუმენტში განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. განათლების სფეროს წლიური დაფინანსება 18 298,8 ლარით განესაზღვრა. ასევე პრიორიტეტია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტთა მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისება და სწავლის გადახდის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსთავის მერია სტუდენტებისთვის 500, 800, 1000 და 1200 ლარიან დაფინანსებას გამოყოფს.
სტუდენტებს, რომლებიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობენ და აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ უმაღლესი განათლების ყოველ საფეხურზე (ბაკალავრი/მაგისტრი/დოქტორანტი) მუნიციპალური დაფინანსება მერიისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული დათქმით მიიღონ. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე.
ვის შეუძლია ისარგებლოს არსებული დაფინანსების პროგრამით?
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დამადასტურებელ დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომელიც ადასტურებს, რომ დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი სწავლობდა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაძლოა მიეცეს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა.
თუ სტუდენტი ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, დაფინანსების მისაღებად ქალაქის მერის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ.
3) საგანმანათლებლო დაწესებულების საბნაკო რეკვიზიტები.
4) უმაღლესი საგანმანათლბლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი.
სტუდენტური სესხი
თუ ხარ სტუდენტი და ვერ აკმაყოფილებ არსებულ კრიტერიუმებს (შესაბამისად არ გეხება მუნიციპალური დაფინანსება), სწავლის გადასახადის დასაფარად შეგიძლია ისარგებლო სტუდენტური სესხით, რომელიც არის ყველაზე მოქნილი პირობების მქონე სესხი
სტუდენტური სესხი სწავლის სწავლის დაფინანსების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ბანკები ყოველთვის გვთავაზობენ სხვადასხვა უპირატესობას სტუდენტურ სესხებზე. თუმცა ყველა სესხის პირობები მაინც განსხვავებულია. სტუდენტს კი ეძლევა იმის საშუალება, რომ გონივრულად შეადაროს ისინი ერთმანეთს და აირჩიოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი.