2022-11-11 00:27:39
ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, მოლში არსებული კარფურის ჰიპერმარკეტიდან პროდუქტი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით ფაქტზე მხილებულია ცოლ-ქმარი, მათ სხვადასხვა დროს, ჯამში 400 ლარამდე ღირებულების პროდუქტი გაიტანეს ჰიპერმარკეტიდან.
მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ ქურდობის მუხლით დაიწყო.