კომპანია "რუსთავის წყლის" მიერ, შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების, გამო, 11 ნოემბრის 12:00 საათიდან 14 ნოემბრის 12:00 საათამდე, რუსთაველის მოედნიდან მესხიშვილის ქუჩის ორივე მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება რუსთაველის მოედნიდან შარტავას გამზირისკენ მიმავალ გზაზეც.
გარკვეული ხარვეზით იმუშავებს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ამსახველი ტაბლოები და მობილური აპლიკაცია.
მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის დროებითი მარშრუტი:
კლდიაშვილის ქუჩა>თოდრიას ქუჩა >კლდიაშვილის ქუჩა>მესხიშვილის ქუჩა>ლეონიძის ქუჩა>ქუთაისის ქუჩა>შარტავას გამზირი>ლეონიძის ქუჩა>ჩერკასის ქუჩა>კლდიაშვილის ქუჩა>მესხიშვილის ქუჩა>ლეონიძის ქუჩა>ჩერკასის ქუჩა
N2 დაა N6 მუნიციპალური ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.
სამუშაოები, 30 მილიონი ლარის ინვესტიციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ბოლომდე, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდება.
ბოდიშს გიხდით სამუშაოების პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის.