იქამდე, სანამ ზათრის არდადეგები დაიწყება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასვენების ერთი ოფიციალური დღე არის დარჩენილი.
23 ნოემბერი, გიორგობა, სასკოლო კალენდრის მიხედვით დასვენების დღეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით 2022-2023 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდება და შესაბამისად დაიწყება ზამთრის არდადეგები, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება.