რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანძარი იყო.
ხანძარი იმ შენობის უკანა ნაწილში გაჩნდა, სადაც სამორინე და ერთ-ერთი ბანკია განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამ ეტაპისთვის, არანაირი დაწესებულება არ ფუნქციონირებს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ ხის ავეჯს გაუჩნდა. მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.