ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მდინარესთან კაცის გვამი იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგანელმა განუცხადა, მამაკაცი ადგილობრივი არაა. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შსს-ში არკვევს.