მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა

2022-11-05 13:32:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ს. ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს
.