იტალიაში 21 წლის ქართველი დააკავეს

2022-11-04 11:41:44

იტალიაში, ქალაქ მილანში სამართალდამცავებმა 21 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცის ქცევა იტალიელ პოლიციელებს უჩვეულოდ მოეჩვენათ და მისი შემოწმება გადაწყვიტეს.

შემოწმების დროს ქართველს 19 შეფუთვაში გადანაწილებული 52 გრამი მარიხუანა უპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.