რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-11-03 20:06:42

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, მეგობრობის, ცურტაველის, გორის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.