მეზობელმა მეზობელი მოკლა

2022-10-31 21:17:09

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელვაკეში  მეზობელმა მეზობელი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენეს.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში  მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.