როგორი ამინდები იქნება ნოემბრიდან

2022-10-30 18:18:20

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინერეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 31 ოქტომბერი  + 19°C, 1 ნოემბერი + 16 °C, 2 ნოემბერი  + 15 °C, 3ნოემბერი  + 15 °C.