კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.
ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს წყლის მიწოდება 30 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე აღუდგენა.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.
შეგახსენებთ რომ ხრამის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ახალი ტუმბო-აგრეგატი, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება.