ქარელის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე ქალზე სექსუალურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა, სავარაუდოდ, დაზარალებულის ოჯახის ახლობელია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.