უბედურ შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

2022-10-26 23:16:22

კასპის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ქალი კიბეებიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

"სამსახურში მიდიოდა, ტელეფინი დარჩა სახლში და შებრუნებულა. მეორე სართულიდან, კიბის ყველაზე მაღალი საფეხურიდქნ გადმოვარდა. კიბეს არ ჰქონდა მოაჯირი",- აცხადებს ქალის ახლობელი.