ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 2 ბავშვი დაიღუპა.
ცნობილია, რომ ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავდა.
წითელი ჯვრის ჩართულობით, გვიან ღამით ერგნეთის ე.წ. გამშვები პუნქტიდან 2 დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ ისაუბრებს, რადგან ოჯახის წევრებს არ სურთ ინფორმაციის გავრცელება.