ქუთაისის აეროპორტის გახსნა გადაიდო

2022-10-24 13:50:23

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები სახელდება.
უწყების ცნობითვე, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა.